Wednesday, June 2, 2010

ბოროტების იმპერია

1547 წლის 16 იანვარს მოსკოვის კრემლში საზეიმოდ გამოცხადდა ბოროტების იმპერია. ამ დღეს უსპენსკის სობორში შედგა ივანე VI მრისხანის მეფედ კურთხევის ცერემონია – ახალგაზრდა კაცისა, რომელიც იტანჯებოდა მძიმე ფსიქიური დაავადებით, ფანატიზმით, სადიზმით და ჰომოსექსუალიზმით. ამ მოვლენიდან ჯერ კიდევ 50 წლით ადრე, ივანე მრისხანეს ბაბუამ – მოსკოვის ხანმა (მთავარმა) ივანე III – ოფიციალურად გამოაცხადა მოსკოვი ახლად დაშლილი ოქროს ურდოს მემკვიდრედ, რომელიც მის მიერ ევროპისა და აზიის დამონებული ხალხების აღქმაში წარმოადგენდა ბოროტების იმპერიის წინამორბედს და განაცხადა პრეტენზიები ყოფილ ოქროს ურდოულ მიწებზე.
ივანე III-ს მემკვიდრეებმა განაგრძეს მისი პოლიტიკა. XVI საუკუნის მოსკოვის ირგვლივ ყალიბდებოდა ბოროტების ახალი იმპერია, რომელიც ევრაზიაში გახდა ყველაზე მსხვილი სამხედრო-ბიუროკრატიული ორგანიზაცია. ივანე მრისხანე თავის თავს უწოდებდა “თეთრ მეფეს“, კაგანს, თეთრ ან დასავლელ ხანს, მონღოლეთის იმპერიის, ჩრდილო-დასავლეთის ოლქის – თეთრი (ოქროს) ურდოს მმართველს. ის ტრაბახობდა, რომ თავისი წარმომავლობით დაკავშირებულია თვით ჩინგისხანთან. ეს კი ასე არ იყო. ივანე მრისხანე მამის მხრიდან იყო მოსკოვში ოქროს ურდოს მეფის ნაცვლის ივანე კალიტას შთამომავალი, დედის მხრიდან კი ოქროს ურდოს ხან მამაის შთამომავალი, რომელიც ჩინგისხანი არ იყო და ამიტომ ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში ითვლებოდა არალეგიტიმურ მმართველად, რაც ერთადერთი მიზეზი იყო ცნობილი ბრძოლისა კულიკოვოს ველზე.
ახლად შექმნილ ბოროტების იმპერიაში ერთ-ერთმა პირველებმა ებრაელებმა განიცადეს დისკრიმინაცია. ივანე მრისხანემ ებრაელ ვაჭრებს აუკრძალა მოსკოვიაში შესვლა. როგორც მომდევნო დროებში, ებრაელთა დაცვისათვის დაუყოვნებლივ გამოვიდა მაშინდელი საერთაშორისო საზოგადოება. 1550 წელს პოლონეთის მეფემ სიგიზმუნდ-ავგუსტუსმა მოითხოვა, რომ ებრაელ ვაჭრებს კვლავ ჰქონოდათ ნება დართული მოსკოვში შესვლისა, მაგრამ ივანე მრისხანემ მას უარი უთხრა.
ბოროტების იმპერიისაგან ებრაელთა მსგავსად დაზარალდნენ სხვა ხალხებიც. პირველ რიგში, იდელ-ურალის, ჩრდილოეთ კავკასიის და ყირიმის ხალხები. ნამდვილად პირველი სერიოზული მსხვერპლი გახდა ყაზანის სახანო, მრავალეროვანი სახელმწიფო, რომელიც იყო მონღოლების მიერ XIII საუკუნეში განადგურებული ვოლგის ბულგარეთის მემკვიდრე. ივანე მრისხანემ უმეთაურა სამ ლაშქრობას ყაზანზე. მესამე ლაშქრობა (1552 წლის ივნის-ივლისი) – დასრულდა ყაზანის აღებით. ლაშქრობაში მონაწილეობდა 150 ათასიანი მოსკოვის არმია, მისი შეიარაღება მოიცავდა 150 ზარბაზანს. ყაზანის კრემლი აღებულ იქნა შეტევით, ქალაქის დამცველები სულ ერთიანად ამოწყვიტეს. დაიწყო ძალადობრივი რუსიფიკაცია და ძალისმიერი გაქრისტიანება. მეფეს კი მრავალი წელი დასჭირდა, რათა მისი ხელისუფლების ქვეშ მოექცია ყაზანის ფინო-უგრული და თურქული ხალხები: ჩერემესები, მორდვა, უდმურტები, ჩუვაშები, ბაშკირები.
1556 წელს მოსკოვს ძალადობრივად მიუერთდა ასტრახანი. შედეგად მთელი შუა და ქვემო ვოლგისპირეთი (ისევე როგორც მთელი ოლქი კამაზე) დამონებულ იქნა ბოროტების იმპერიით. აქ დაიწყო კოლონიზაცია, 1580-იან წლებში აღმოცენდნენ კოლონიზაციიის ცენტრები – სამარა, სარატოვი, ცარიცინი, უფა. ასტრახანის დამორჩილების შემდეგ მოსკოვის გავლენა მისწვდა კავკასიას. 1559 წლიდან დაიწყო ძალადობრივი თავსმოხვევა მართლამდიდებლობის მოსკოვური ვარიანტისა ჩრდილოკავკასიელ მთიელებზე, მიუხედავად მთიელთა მასიური განადგურებისა, საქმემ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
1559 წელს მოსკოვის ჯარებმა განახორციელეს ლაშქრობა ყირიმში, გაანადგურა რა ყირიმის ძლიერი პორტი გეზლევი და გაჟლიტა მისი მაცხოვრებლები. საპასუხოდ ყირიმის ხანმა დევლეთ I გირეიმ დაიფიცა დაებრუნებინა დამოუკიდებლობა ყაზანისა და ასტრახანისთვის. 1563 და 1569 წლებში თურქეთის მონაწილეობით მან განახორციელა ორი წარუმატებელი ლაშქრობა ასტრახანზე. 1570 წელს კი უფრო წარმატებული რეიდი რიაზანზე. საბოლოოდ 1571 წელს პოლონეთის და ლიტვის დიდი სამთავროს მხარდაჭერით ყირიმის ხანმა განახორციელა დიდი ლაშქრობა მოსკოვზე და ალყა შემოარტყა კრემლს. ივანე მრისხანე გაიქცა ვოლოგდაში. ბოროტების იმპერია დაღუპვის პირას იდგა, მაგრამ ხანმა უხილავი მიზეზებით მოულოდნელად მოხსნა ალყა და დაბრუნდა ყირიმში.
დაიმონა რა ტერიტორიები მოსკოვიდან აღმოსავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით, ივანე მრისხანე დაიძრა დასავლეთისკენ, 1558 წელს მან გაგზავნა თავისი ურდოები ბალტიისპირეთში. ომი მოსკოვისათვის სასარგებლოდ მიმდინარეობდა, მეფის ჯარებმა აიღეს და გაძარცვეს ნარვა, იურიევი და კიდევ 20 ბალტიისპირეთის ქალაქი. მაგრამ შემდეგ დაიწყო მძიმე სამხედრო-პოლიტიკური სიძნელეები და მარცხი. არ სურდა რა დამორჩილებოდა მოსკოვს, ლივონიის ორდენის ხელმძღვანელობამ დახმარებისათვის მიმართა ლიტვის დიდ სამთავროს, მრავალეროვნულ, 90 % აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს დღევანდელი უკრაინის, ბელორუსიის და ლიტვის ტერიტორიაზე, რომლებიც მაშინ ითვლებოდნენ ნამდვილ რუსეთად მოსკოვის ურდოს საპირისპიროდ. ამავდროულად ტალინის მაცხოვრებლებმა ითხოვეს შვეციის შემადგენლობაში შესვლა.
ამგვარად, ლივონიის ორდენმა მოსკოვთან წინააღმდეგ ომში ჩართო ლიტვის დიდი სამთავრო და შვედეთი.
ივანე მრისხანემ კი გადაწყვიტა გააგრძელოს ბრძოლა, და 1563 წელს მისმა ჯარებმა გააუკაცრიელეს ბელარუსი, აიღეს ქალაქი პოლოცკი. ივანე მრისხანემ აღმოსავლეთ სლავური მიწების დასაპყრობად აწარმოვა მასიური ტერორის კამპანია. პოლოცკში მეფის ბრძანებით დაახრჩვეს ფომა, რეფორმატორული იდეების პოპულარული მქადაგებელი. გაუსწორდნენ პოლოცკის ებრაელებსაც, რომლის ინიციატორიც იყო მეფის თანმხლები მოსკოვის მართლმადიდებლობის გამოჩენილი მოღვაწე – იოსებ-ვოლოკამსკის მონასტერის იღუმენი ლეონიდე. მოსკოვის არმიაში მყოფმა თათრებმა გაანადგურეს ბერნარდინელი ბერები.

ბოროტების იმპერია.

პრეზიდენტმა რეიგანი "ბოროტების იმპერიის" შესახებ

პრეზიდენტის რანგში რეიგანმა ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივები წამოაყენა. მისი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც რეიგანომიკა უწოდებდნენ გულისხმობდა ბიზნესის რეგულაციის შემცირებას, ინფლაციის კონტროლს, სამთავრობო ხარჯების შემცირებას და გადასახადების შემცირებით ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას. პირველი ვადის დროს რეიგანზე განხორციელდა თავდასხმა იგი დაიჭრა, მაგრამ არა სასიკვდილოდ. პროფკავშირებთან დაპირისპირებისას ის მკაცრ პოლიტიკას ატარებდა. 1983 წელს მან გრენადაში სამხედრო შეჭრის ბრძანება გასცა. აგრეთვე რეიგანმა საბჭოთა კავშირს საჯაროდ უწოდაბოროტების იმპერია“, უარი თქვა დაძაბულობის შენელების პოლიტიკაზე, აშშ-ის სამხედრო პოტენციალი გააძლიერა და მსოფლიოს გარშემო ანტიკომინუსტურ მოძრაობებს დაუჭირა მხარი

სრული სტატია:

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%93_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98